ავტორიზაცია

სკანდალი მწიფდება — პორტუგალიის პროკურატურა მილიტაოს რეალში ტრანსფერს გამოიძიებს

სკანდალი მწიფდება — პორტუგალიის პროკურატურა მილიტაოს რეალში ტრანსფერს გამოიძიებს
თარიღი 17 ივლ 2021, 22:00

პორტუგალიის პროკურატურა მცველ ედერ მილიტაოს "პორტუდან" "რეალში" ტრანსფერით დაინტერესდა, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

სამთავრობო ორგანომ ორი აგენტისთვის გადახდილი საკომისიოს თაობაზე გამოძიება დაიწყო, რომლებიც ბრაზილიელს "სამეფო კლუბში" გადასვლაში დაეხმარნენ - საუბარია 9,72 მილიონ ევროზე. 

ცნობისთვის, 2018 წელს, "პორტუმ" "სან პაულუდან" მილიტაოზე უფლებების 90 პროცენტი 8,5 მილიონად შეიძინა. 2019 წელს, "რეალმა" ფეხბურთელზე უფლებების 100 პროცენტი 50 მილიონად იყიდა, საიდანაც "პორტუს" მხოლოდ 38,16 მილიონი ერგო.

გამოძიება მიმდინარეობს გადახდილი თანხის 20 პროცენტზე, რომელიც ორმა აგენტმა მიიღო - ჯულიანო ბერტოლუჩიმ და ბრუნო მასედუმ.