ავტორიზაცია

სელტიკი ვისელ კობეს თავდამსხმელით გაძლიერდა

სელტიკი ვისელ კობეს თავდამსხმელით გაძლიერდა
თარიღი 17 ივლ 2021, 23:23

"სელტიკმა" "ვისელ კობეს" თავდამსხმელის, კუეგო ფურუჰაშის ტრანსფერი დაადასტურა.

26 წლის იაპონელმა შოტლანდიურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2021 წელს ფურუჰაშიმ "ვისელ კობეს" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

გარდა ამისა, ფორვარდის აქტივში იაპონიის ნაკრებში ჩატარებულ 6 მატჩში გატანილი 3 ბურთია.