ავტორიზაცია

აიაქსმა ფეიენოორდის თავდამსხმელის შეძენა დაადასტურა

აიაქსმა ფეიენოორდის თავდამსხმელის შეძენა დაადასტურა
თარიღი 17 ივლ 2021, 23:29

"აიაქსმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "ფეიენოორდის" თავდამსხმელის, სტივენ ბერგეისის ტრანსფერი დაადასტურა.

სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ფეხბურთელი ამსტერდამელებთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ფეიენოორდის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 16 ასისტიც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ბერგეისის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.