არსენალმა ბრაიტონის მცველის ტრანსფერი შეათანხმა
"არსენალმა" "ბრაიტონთან" მცველ ბენ უაიტის ტრანსფერი შეათანხმა, წერს The Athletic.
23 წლის ინგლისელის სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი გაოფიციალურებას გარკვეული დრო დასჭირდება.
გასულ სეზონში უაიტმა ყველა ტურნირზე ერთად "ბრაიტონის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა.