აუარის შეძენა პრემიერ ლიგის 4 კლუბს სურს
"ლიონის" ნახევარმცველმა, უსემ აუარმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს.
როგორც L'Equipe იტყობინება, 23 წლის ფრანგისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "არსენალი" და "ტოტენჰემი" იბრძვიან.
6 ივლისს გავრცელებული ცნობით, აუარი "ლიონის" ვარჯიშებს ტოვებს, რადგან კლუბის დატოვება უნდა.
გასულ სეზონში უსემმა ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 4 ასისტიც გააკეთა.