ავტორიზაცია

ლიონის მცველი, რომლის შეძენაც ბაიერნს უნდოდა, ნიცაში გადავიდა

ლიონის მცველი, რომლის შეძენაც ბაიერნს უნდოდა, ნიცაში გადავიდა
თარიღი 18 ივლ 2021, 00:02

"ნიცამ" "ლიონის" მცველის, მელვინ ბარდს ტრანსფერი დაადასტურა.

20 წლის ფრანგმა ახალ გუნდთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გასული წლის ზაფხულში ფრანგული პრესა ბარდისადმი "ბაიერნის" ინტერესზე წერდა, მაგრამ "ლიონმა" მოლაპარაკებების გამართვაზე უარი თქვა და ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.

2020/21 წლების სეზონში ბარდმა 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.