ავტორიზაცია

"ჩვენ მაკარონის ჭამას ვაგრძელებთ. და თქვენ?", - ბონუჩიმ ინგლისს კიდევ ერთხელ დასცინა

"ჩვენ მაკარონის ჭამას ვაგრძელებთ. და თქვენ?", - ბონუჩიმ ინგლისს კიდევ ერთხელ დასცინა
თარიღი 18 ივლ 2021, 00:16

იტალიის ნაკრები თითქმის ერთი კვირის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა, ფინალში "სკუადრა აძურამ" იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირების დასრულების შემდეგ, იტალიელი ყვიროდა: "ჭამეთ მაკარონი, ჭამეთ მეტი მაკარონი".

ეს იტალიური გამონათქვამია, რომელსაც სპორტში ხშირად იყენებენ და იმას გულისხმობს, რომ მეტოქე ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს და გამოცდილება შეიძინოს.

ახლა კი, 34 წლის უკანახაზელმა თანაგუნდელ ჯორჯო კიელინისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელები მაკარონს ერთი თეფშიდან მიირთმევენ.

"ჩვენ მაკარონის ჭამას ვაგრძელებთ. და თქვენ", - წერს ბონუჩი.