ავტორიზაცია

აშშ-ში ევრო 2020-ს ფინალს უფრო მეტმა ადამიანმა უყურა, ვიდრე NBA-ს გადამწყვეტ მატჩებს

აშშ-ში ევრო 2020-ს ფინალს უფრო მეტმა ადამიანმა უყურა, ვიდრე NBA-ს გადამწყვეტ მატჩებს
თარიღი 18 ივლ 2021, 10:15

ერთი კვირის წინ გამართულ ევრო 2020-ს ფინალს, რომელშიც ერთმანეთს ინგლისის და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, აშშ-ში უფრო მეტმა ადამიანმა უყურა, ვიდრე NBA-ს სამ ფინალს.

თუმცა, ეს სტატისტიკური მონაცემები ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან პოპულარული გახდა, იტყობინება Medialte.

„მილუოკი ბაქსის“ და „ფინიკს სანზის“ პირველ სამ მატჩს (ამჟამად სერიაში ანგარიში 2:2-ა), აშშ-ში ერთდროულად 8.9 მილიონმა ადამიანმა უყურა ტელეეკრანებიდან, იმ დროს, როცა ევრო 2020-ს გადამწყვეტ შეხვედრაში 9.4-მა მილიონმა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნბა-ს ფინალი წარმოადგენს 7-მატჩიან სერიას, რომელშიც მაყურებელთა დინამიური ზრდა შეინიშნება იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იძაბება ფინალურ დაპირისპირებაში სიტუაცია. 

ამრიგად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც „მილუოკი" და არც „ფინიკსი" აშშ-ში ყველაზე პოპულარულები არ არიან, ფინალის მაყურებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, თუ სიტუაცია მომდევნო მატჩებშიც ასეთივე დაძაბული იქნება.