მილანი მონაკოს 24 წლის მცველს 4 მილიონ ევროდ დაიმატებს
„მონაკოს“ მარცხენა მცველი ფოდე ბალო-ტურე „მილანში“ გადასვლასთან არის ახლოს.
გუშინ, 24 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელიც დილიდან დღის მეორე ნახევარზე გადაიტანეს.
ბალო-ტურე „მილანთან“ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
„როსონერის“ ეს ტრანსფერი დაახლოებით 4 მილიონი ევრო უჯდება.