ავტორიზაცია

VIDEO: ნაგელსმანმა ბაიერნის სათავეში სადებიუტო მატჩში მარცხი იგემა + მწვრთნელის კომენტარი

თარიღი 18 Jul 2021, 14:53

„ბაიერნის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, „კიოლთან“ ამხანაგურ მატჩში წაგებაზე (2:3) ისაუბრა.

„ყველაფერი ნორმალურად იყო. ითამაშა ბევრმა ისეთმა ფეხბურთელმა, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება ჯერ არ აქვს და სათამაშო რითმს ვერ გრძნობენ.

მომენტებს კარგად ვქმნიდით, გოლებიც გავიტანეთ. თითქმის ერთნაირი სამი გოლი გავუშვით, ეს მეტოქისთვის ზედმეტად მარტივი აღმოჩნდა. მაგრამ, „ბაიერნის“ შემადგენლობის გათვალისწინებით, კარგი მატჩი გამოვიდა.

სამმა თუ ოთხმა ახალგაზრდამ კარგად ითამაშა. საგანგაშო არაფერია იმაში, რომ მათ ჯერ საჭირო რითმი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ბუნდესლიგაში არასდროს უთამაშიათ. „კიოლნი“ კი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად ძირითადი შემადგენლობით იყო.“ - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal.com.

კიოლნი 3:2 ბაიერნი
გოლები:
არმინდო სიები (0-1, 6’), იან ტილმანი (1-1, 20’), მარკ უტი (2-1, 56’), ჯოშუა ზირკზი (2-2, 34’), მარკ უტი (3-2, 56’)