ავტორიზაცია

კალიარიმ ინტერს ნატან ნანდესის ფასი დაუსახელა

კალიარიმ ინტერს ნატან ნანდესის ფასი დაუსახელა
თარიღი 18 ივლ 2021, 15:40

მილანის „ინტერი“ „კალიარის“ ურუგვაელი ნახევარმცველის, ნატან ნანდესის ტრანსფერზე მუშაობს.

თუმცა, ლურჯ-წითლები საკუთარი ერთ-ერთ ლიდერის მარტივად გაშვებას არ აპირებენ და „ნერაძურის“ თავისი ფასიც დაუსახელეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, „კალიარის“ ნანდესის სანაცვლოდ 36 მილიონი ევროს მიღება სურს. გარდა ამისა, „ინტერს“ ამ ფეხბურთელის ტრანსფერში ინგლისური „ლიდსიც“ შეეცილება.