ავტორიზაცია

მათეუსი: "ინგლისელმა ფანებმა დაიმსახურეს ის სულიერი ტრავმა, რომელიც ფინალის შემდეგ მიიღეს"

მათეუსი: "ინგლისელმა ფანებმა დაიმსახურეს ის სულიერი ტრავმა, რომელიც ფინალის შემდეგ მიიღეს"
თარიღი 18 ივლ 2021, 17:15

„ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ლოტარ მათეუსმა, ევრო 2020-ზე ინგლისელი გულშემატკივრების ქცევაზე ისაუბრა.

„ინგლისელმა გულშემატკივრებმა დაიმსახურეს ის სულიერი ტრავმა, რომელიც ევროს ფინალის შემდეგ მიიღეს, რამდენადაც არ უნდა მეცოდებოდეს მათი ფეხბურთელები.

ფანები გერმანიის ნაკრების პატარა ქომაგი გოგონას მიმართაც კი მტრულად იყვნენ დამოკიდებულნი. „უემბლიზე“ მეტოქე გუნდის ჰიმნზე სტვენა ისმოდა, დანიის მეკარეს კასპერ შმეიხელს კი, პენალტის დროს, თვალებში ლაზერით აბრმავებდნენ.

სტერლინგმა ნახევარფინალში 11-მეტრიანი ბინძურად მოიპოვა. დაუმატეთ ამ ყველაფერს წაგებული ფინალის შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელების მიმართ გამოვლენინი რასიზმიც. ეს არის არასპორტული საქციელი, რომლის ხილვაც აღარასდროს აღარ გვსურს.“ - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Sport Bild.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ, 11 ივლისს, ინგლისი იტალიასთან ევროს ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა.