ავტორიზაცია

ფენერბაჰჩე იარმოლენკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფენერბაჰჩე იარმოლენკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 18 ივლ 2021, 17:30

„ფენერბაჰჩე“ ინგლისურ „ვესტ ჰემთან“ უკრაინელი ანდრეი იარმოლენკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Football Insider-ის ინფორმაციით, თურქულ გუნდს იმედი აქვს, რომ 31 წლის უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერს 2 მილიონ ევროდ დახურავს.

იარმოლენკოს „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, რაც მის ტრანსფერს ამარტივებს, თანაც იმის ფონზე, რომ ფეხბურთელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის გეგმებში არ შედის.

უკრაინელმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისგან შორს იყო.