ავტორიზაცია

მარტინ ბრეიტვეიტს მსურველი ინგლისის პრემიერ ლიგიდან ჰყავს

მარტინ ბრეიტვეიტს მსურველი ინგლისის პრემიერ ლიგიდან ჰყავს
თარიღი 18 ივლ 2021, 17:35

„ბარსელონას“ სტრაიკერმა მარტინ ბრეიტვეიტმა ინგლისური „ბრაიტონის“ ყურადღება მიიქცია.

Sport-ის ინფორმაციით, „ბრაიტონი“ „არსენალისგან“ ბენ უაიტის სანაცვლოდ მიღებული 50 მილიონი ევროს დახარჯვას შეტევის გაძლიერებაში აპირებენ.

მას შემდეგ, რაც უაიტის „ემირეითსზე“ გადაბარგება ოფიციალურად დადასტურდება, „ბრაიტონი“ „კამპ ნოუდან“ დანიელი შემტევის გადმობირებას შეეცდება.

„ბარსელონა“ ბრეიტვეიტის გასხვისების წინააღმდეგი არ არის და მასში დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღება სურს.