სასუოლომ ლოკატელის ტრანსფერზე იუვენტუსის 30-მილიონიანი შეთავაზება იუარა
"სასუოლომ" ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე "იუვენტუსის" შეთავაზება იუარა, წერს Goal.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული კლუბი 23 წლის იტალიელის 2-წლიანი იჯარით დამატებას ცდილობდა, 30 მილიონ ევროდ შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით, მაგრამ "სასუოლო" 10 მილიონით მეტს ითხოვს.
2020/21 წლების სეზონში ლოკატელიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, იტალიის ნაკრების ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 35 მილიონს შეადგენს.