ავტორიზაცია

სოსიედადის თავდამსხმელმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

სოსიედადის თავდამსხმელმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს
თარიღი 18 ივლ 2021, 19:50

"სოსიედადის" თავდამსხმელი, ვილიან ჟოზე შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს, წერს Mundo Deportivo.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ბრაზილიელით "ბეშიქთაში" ინტერესდება.

როგორც აღინიშნება, ესპანური კლუბი მზად არის თავისი ფორვარდი 6 მილიონ ევროდ გაუშვას.

2020/21 წლების სეზონში ვილიან ჟოზემ "სოსიედადის" რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.