ავტორიზაცია

მარსელმა რომას გოლკიპერი ინათხოვრა

მარსელმა რომას გოლკიპერი ინათხოვრა
თარიღი 18 ივლ 2021, 19:58

"მარსელმა" "რომას" გოლკიპერი, პაუ ლოპესი ინათხოვრა.

26 წლის ესპანელი ფრანგულ კლუბში 2021/22 წლების სეზონს გაატარებს.

როგორც აღინიშნება, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც "მარსელს" ლოპესის შესყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლება.

2020/21 წლების სეზონში მეკარემ "რომას" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაუშვა.