ავტორიზაცია

ნაპოლი მზად არის ინსინიესთან ახალი კონტრაქტი განიხილოს

ნაპოლი მზად არის ინსინიესთან ახალი კონტრაქტი განიხილოს
თარიღი 18 ივლ 2021, 20:16

"ნაპოლი" თავდამსხმელ ლორენცო ინსინიესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვისთვის მზად არის, წერს Corriere dello Sport.

ნეაპოლელები თავიანთი ლიდერის შვებულებიდან დაბრუნებას ელოდებიან, რათა დარჩენაში დაარწმუნონ.

პრობლემად შესაძლოა ის იქცეს, რომ 30 წლის იტალიელს ხელფასის გაზრდა უნდა, როცა "ნაპოლი" მას მოთხოვნების შემცირებას სთხოვს.

გასულ სეზონში ინსინიემ, რომელსაც ნეაპოლელებთან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზამთრამდე აკავშირებს, 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.