ავტორიზაცია

ფენერბაჰჩე ვესტ ჰემთან იარმოლენკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფენერბაჰჩე ვესტ ჰემთან იარმოლენკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 19 ივლ 2021, 00:06

"ვესტ ჰემის" თავდამსხმელი, ანდრეი იარმოლენკო "ფენერბაჰჩეში" გადასვლასთან არის ახლოს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა "ჩაქუჩებთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ინგლისური კლუბი 31 წლის უკრაინელის გაყიდვას აპირებს, სახელფასო ხარჯების შესამცირებლად. როგორც აღინიშნება, ფეხბურთელის ტრანსფერი "ფენერბაჰჩეს" 2 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

იარმოლენკო "ვესტ ჰემში" "დორტმუნდიდან" 2018 წლის ზაფხულში 18 მილიონ ფუნტად გადავიდა. გასულ სეზონში მან 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.