ავტორიზაცია

უმტიტი შესაძლოა ლიონში დაბრუნდეს

უმტიტი შესაძლოა ლიონში დაბრუნდეს
თარიღი 19 ივლ 2021, 00:08

"ლიონმა" შესაძლოა "ბარსელონას" მცველი, სამუელ უმტიტი დაიმატოს, წერს Sport.es.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც აღინიშნება, "ლიონი" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელს ერთწლიანი იჯარით დაიმატებს და მისი ხელფასის 50 პროცენტს გადაიხდის.

უმტიტი სწორედ "ლიონის" აღზრდილია, ფრანგული კლუბიდან იგი "ბარსაში" 2016 წლის ზაფხულში 25 მილიონ ევროდ გადავიდა.