ავტორიზაცია

ფიორენტინას მცველი მარსელს უახლოვდება

ფიორენტინას მცველი მარსელს უახლოვდება
თარიღი 19 ივლ 2021, 00:11

"ფიორენტინას" მცველი, პოლ ლიროლა "მარსელში" დაბრუნებასთან არის ახლოს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ცნობით, ფრანგულმა კლუბმა 23 წლის ესპანელის ტრანსფერზე 12 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია და გარიგება დასკვნით სტადიაზეა.

ლიროლა "მარსელში" 2021 წლის იანვრიდან იჯარით ირიცხებოდა. მის ანგარიშზე 22 მატჩი, 2 გოლი და 4 საგოლე პასია.