ავტორიზაცია

გლადბახი მზად არის მარკუს ტურამი გაყიდოს და ფასიც დაადო

გლადბახი მზად არის მარკუს ტურამი გაყიდოს და ფასიც დაადო
თარიღი 19 ივლ 2021, 00:14

"გლადბახი" მზად არის ამ ზაფხულს თავდამსხმელი, მარკუს ტურამი გაყიდოს.

თუმცა, როგორც L'Equipe იტყობინება, კლუბი 23 წლის ფრანგში არანაკლებ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

ფეხბურთელის დამატების მთავარი პრეტენდენტი "ტოტენჰემია". აგრეთვე, მისთვის "რომა" და "ნაპოლიც" იბრძვიან.

გასულ სეზონში სახელგანთქმული მცველის, ლილიან ტურამის შვილმა ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.