ავტორიზაცია

ფოტო: ანჩელოტის ეფექტი და საუკეთესო ისკოს მოლოდინში - ესპანელის ტრანსფორმაცია შედგა!

ფოტო: ანჩელოტის ეფექტი და საუკეთესო ისკოს მოლოდინში - ესპანელის ტრანსფორმაცია შედგა!
თარიღი 19 ივლ 2021, 12:11

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ევროპულა პრესა ისკო ალარკონის სახელს უკავშირებდა "მილანსა" და ლონდონის "ტოტენჰემს", თუმცა თავად მოთამაშემ მადრიდის "რეალში" დარჩენა ისურვა.

ესპანელი შემტევი ნახევარმცველის გადაწყვეტილება "სამეფო კლუბში" კარლო ანჩელოტის დაბრუნებით იყო განპირობებული.

არსებობს მოსაზრება, რომ "ბლანკოსის" ფლეიმეიქერი თავის საუკეთესო თამაშს სწორედ იტალიელ ტაქტიკოსთან მუშაობით აჩვენებდა.

საუბარია 2013-2015 წლებზე, როდესაც ფრანსისკომ ორი სეზონის განმავლობაში ჩაატარა არც მეტი არც ნაკლები 106 (!) შეხვედრა და გაიტანა 17 გოლი.

ზინედინ ზიდანის ეპოქაში კი 29-წლის გამთამაშებლის ბურთაობის ხარისხი საგრძნობლად დაეცა, რის შედეგადაც ის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ღრმა რეზერვისტად იქცა.

ანჩელოტის გუნდში კი პირენეელი ჰავბეკი თითქოს ხელახლა დაიბადა და მან საკუთარ თავზე სხვადასხვა სახის სამუშაოები უკვე ჩაატარა.

პირველ რიგში გამოსარჩევია "რეალის" 22-ე ნომრის წონაში დაკლების პროცესი, მონდომება ვარჯიშზე და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი:

ისკომ თმა შეიჭრა მოკლედ, დაახლოებით ისე, როგორც 2013-2015 წლებში, როდესაც მადრიდში სწორედ იტალიელი სპეციალისტი მუშაობდა. ქვემოთ კი ესპანელის ტრანსფორმაცია ფოტოებში:

ვარანთან ერთად ვინისიუსიც? — რეალმა მანჩესტერ იუნაიტედს ბრაზილიელის ფასი შეუთვალა