ავტორიზაცია

VIDEO: 30-წუთიანი ტაიმები, აუტები ფეხით და ბევრი სხვა სიახლე - ნიდერლანდებში "მომავლის მატჩი" გაიმართა

თარიღი 19 ივლ 2021, 13:45

ნიდერლანდებში მიმდინარეობს ამხანაგური ტურნირი სახელწოდებით "ფეხბურთის მომავლის" თასი, რომელშიც მონაწილეობას იღებებენ "ლაიფციგის", "პსვ ეინდჰოვენის", "ალკმაარისა" და "ბრიუგეს" 19-წლამდელთა გუნდები.

ტურნირი მიმდინარეობს შემდეგი წესებით - ორი ტაიმი, 30-30 წუთი, აუტის ჩამოწოდება ფეხით, ცვლილებების უსაზღვრო რაოდენობა, ყვითელი ბარათის შემდეგ, მოედნის 5 წუთით დატოვება.

ასეთი წესებით პირველებმა ითამაშეს "ალკმაარმა" და "ლაიფციგმა", გამარჯვებულები გამოვიდნენ ნიდერლანდები, ანგარიშით 6:0.