ავტორიზაცია

ჩელსი მზადაა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს ტიმო ვერნერი შესწიროს

ჩელსი მზადაა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს ტიმო ვერნერი შესწიროს
თარიღი 19 ივლ 2021, 16:05

გერმანელი სტრაიკერი შესაძლოა ერლინგ ჰოლანდის პოტენციურ ტრანსფერს შეეწიროს.

Sky Germany-ს ინფორმაციით, „ჩელსი“ მზადაა ამ ზაფხულს გუნდიდან ტიმო ვერნერი გაყიდოს, რომელმაც „სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებულ პირველ სეზონში გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

„პენსიონერები“ 25 წლის ფეხბურთელისთვის პოტენციური ახალი გუნდის ძიებაში იმყოფებიან და თუ სათანადო შემოთავაზებაც მიიღეს, ვერნერი გუნდს ზედიზედ მეორე ზაფხულსაც შეიცვლის.

მის სანაცვლოდ მიღებულ თანხას კი „ჩელსი“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს მოახმარს - მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსია დორტმუნდი“ ნორვეგიელის თაობაზე ყველანაირ შემოთავაზებას ბლოკავს, რომან აბრამოვიჩი ჰოლანდის ტრანსფერით შეპყრობილია და აპირებს, „ფუტკრებს“ ისეთი შეთავაზება გაუკეთოს, რომელზეც ისინი უარს ვერ იტყვიან.

შეგახსენებთ, რომ ვერნერი „ჩელსიში“ „ლაიპციგიდან“ გასულ ზაფხულს, 53 მილიონ ევროდ გადავიდა.