ავტორიზაცია

იუვენტუსი ჟეზუსის ტრანსფერს ვერ შეწვდება

იუვენტუსი ჟეზუსის ტრანსფერს ვერ შეწვდება
თარიღი 19 ივლ 2021, 16:25

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის „იუვენტუსის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე „სიტის“ შემტევი, გაბრიელ ჟეზუსია.

გუშინ იწერებოდა, რომ ინგლისის ჩემპიონმა „იუვენტუსს” ბრაზილიელი სტრაიკერის ფასი შეატყობინა - 50 მილიონი ევრო.

დღეს კი, იტალიური Calcio Mercato წერს, რომ „ბებერი სინიორა“ ჟეზუსის გადაბირებით მართლაც ინტერესდება, მაგრამ 50 მილიონი ევროს გადახდას ნამდვილად ვერ მოახერხებს.

დიდი ალბათობით, ჟეზუსი „სიტიში“ კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩება და არაა გამორიცხული, მომავალ ზაფხულს გუნდი უფასოდ დატოვოს, რადგან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

ამ ზაფხულს, „იუვემ“ ერთ ფორვარდში ფული უკვე გადაიხადა - 10 მილიონ ევროდ ალვარო მორატას იჯარა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, ისე კი ესპანელი მადრიდის „ატლეტიკოს“ საკუთრებაა.