ავტორიზაცია

მათეუსი: "ტონი კროოსი საერთაშორისო დონისთვის შესაფერისი ფეხბურთელი აღარ არის"

მათეუსი: "ტონი კროოსი საერთაშორისო დონისთვის შესაფერისი ფეხბურთელი აღარ არის"
თარიღი 19 ივლ 2021, 18:16

გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანმა, ლოტარ მათეუსმა, ტონი კროოსის თამაში გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ფეხბურთელმა ევრო 2020-ს შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„ტონი საერთაშორისო დონის ფეხბურთელი აღარ არის. პირადი თვალსაზრისით მის წინააღმდეგ არაფერი გამაჩნია.

თუმცა, მის სათამაშო სტილს აღარ ვეთანხმები! ევროზე კარგად გამოჩნდა, რომ საქმე მხოლოდ მის სისწრაფეში კი არა, ბურთის გადაადგილების სისწრაფეშია.

რეალურად, ის დღემდე კარგად უმკლავდება პასებს, მაგრამ სისწრაფე იკლებს, სივრცეები არ იხსნება, ტემპი კი ნელდება.“ - აღნიშნა მათეუსმა Kicker-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ანალოგიკური განცხადება კროოსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმაც გააკეთა, რომელმაც დასძინა, რომ ტონის ადგილი თანამედროვე ფეხბურთში აღარ არის.