ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის კლუბმა ბარსელონას ბრეიტუეიტის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა

პრემიერ ლიგის კლუბმა ბარსელონას ბრეიტუეიტის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა
თარიღი 19 ივლ 2021, 22:57

"ბრაიტონი" "ბარსელონას" თავდამსხმელ მარტინ ბრეიტუეიტისთვის იბრძვის.

როგორც Sky Sports იტყობინება, 30 წლის დანიელის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა კატალონიელებს 13 მილიონი ფუნტი შესთავაზა.

ბრეიტუეიტი "ბარსაში" 2020 წლის თებერვლიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში მან 42 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ბრეიტუეიტმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მზად არის კლუბი დატოვოს.