ავტორიზაცია

სპეცია ატალანტას ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

სპეცია ატალანტას ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 19 ივლ 2021, 23:02

"ატალანტას" ნახევარმცველი, ვიქტორ კოვალენკო "სპეციას" ინტერესთა სფეროში მოექცა, წერს იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ამჟამად კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

მომდევნო კვირაში ფეხბურთელის აგენტი "ატალანტასთან" მოლაპარაკებებს გამართავს და შესაძლო ტრანსფერის პირობებს განიხილავს.

აქამდე არსებული ცნობით, კოვალენკოთი "ემპოლიც" ინტერესდება. 25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ერთი მატჩი ჩაატარა.