ავტორიზაცია

პადოინი შესაძლოა იუვენტუსში მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს

პადოინი შესაძლოა იუვენტუსში მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს
თარიღი 19 ივლ 2021, 23:10

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, სიმონე პადოინი შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს, წერს Tuttosport.

ყოფილი ნახევარმცველი შესაძლოა მასიმილიანო ალეგრის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს.

პადოინი კლუბის სავარჯიშო ბაზას უკვე ეწვია. როგორც დასტურდება, იტალიელი იქ უბრალოდ არ მისულა და კლუბში თავისი შესაძლო როლი განიხილა.

ფეხბურთელის რანგში პადოინი "იუვენტუსის" ღირსებას 2014 წლიდან 2016 წლამდე იცავდა.