ავტორიზაცია

ლევერკუზენის თავდამსხმელი ევერტონში გადასვლასთან ახლოს არის

ლევერკუზენის თავდამსხმელი ევერტონში გადასვლასთან ახლოს არის
თარიღი 19 ივლ 2021, 23:12

"ლევერკუზენის" თავდამსხმელი, დემარეი გრეი "ევერტონში" გადასვლასთან არის ახლოს, წერს იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელით "კანფეტების" მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესია დაინტერესებული.

გარდა ამისა, 25 წლის ინგლისელისადმი ინტერესს "კრისტალ პალასიც" იჩენს.

გრეიმ გასულ სეზონში "ლევერკუზენის" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა ამს 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.