ჩელსის ცენტრალური მცველი კრისტალ პალასში გადავიდა
"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, მარკ გუეიმ "კრისტალ პალასთან" გააფორმა კონტრაქტი, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
21 წლის ინგლისელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და "არწივებთან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
გუეიმ გასული სეზონი იჯარით ჩემპიონშიპში გაატარა, სადაც "სუონსის" ღირსება დაიცვა და 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა.