ავტორიზაცია

იუვენტუსს პსჟ-დან პარედესის დამატება უნდა

იუვენტუსს პსჟ-დან პარედესის დამატება უნდა
თარიღი 19 ივლ 2021, 23:18

"იუვენტუსი" "პსჟ"-ს ნახევარმცველ ლეანდრო პარედესის დამატების შესაძლებლობას განიხილავს, წერს La Repubblica.

როგორც აღინიშნება, ტურინელები პარიზელებს არგენტინელის ერთწლიან იჯარას სთავაზობენ, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით.

გასულ სეზონში 27 წლის არგენტინელმა ლიგა 1-ში "პსჟ"-ს მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად პარდესმა კოპა ამერიკა მოიგო.