ავტორიზაცია

მილანი და იუვენტუსი სანტოსის თავდამსხმელით ინტერესდებიან

მილანი და იუვენტუსი სანტოსის თავდამსხმელით ინტერესდებიან
თარიღი 19 ივლ 2021, 23:34

"სანტოსის" თავდამსხმელმა, კაიუ ჟორჟემ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, წერს Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბრაზილიელისთვის "მილანი" და "იუვენტუსი" იბრძვიან.

ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის დეკემბრამდე აკავშირებს, "სანტოსი" მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში კაიუ ჟორჟემ ბრაზილიის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.