ავტორიზაცია

არსენალი ბელერინის შემცვლელად ნორვიჩის მცველს განიხილავს

არსენალი ბელერინის შემცვლელად ნორვიჩის მცველს განიხილავს
თარიღი 19 ივლ 2021, 23:39

"ნორვიჩის" მცველმა, მაქს აარონსმა კარიერა შეიძლება "არსენალში" გააგრძელოს, წერს Express.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან 21 წლის ინგლისელისთვის ბრძოლაში "ბაიერნს" გაუწიონ კონკურენცია.

როგორც აღინიშნება, ახალგაზრდა უკანახაზელი ექტორ ბელერინის შემცვლელად განიხილება, რომელიც "ინტერს" უახლოვდება.

აარონსის ანგარიშზე ჩემპიონშიპში ჩატარებულ 43 მატჩში გატანილი 2 გოლი და გაკეთებული 4 ასისტია. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 22 მილიონ ევროს შეადგენს.