ავტორიზაცია

არეულობა ინგლისში — ფეხბურთელები ასოციაციას უჩივიან, უემბლი შეიძლება დიდ ტურნირებს ჩამოაშორონ

არეულობა ინგლისში — ფეხბურთელები ასოციაციას უჩივიან, უემბლი შეიძლება დიდ ტურნირებს ჩამოაშორონ
თარიღი 20 ივლ 2021, 00:59

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

როგორც აღინიშნება, ყველაფერი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის ცუდ ორგანიზებას და გულშემატკივრებს უკავშირდება.

The Times-ის ცნობით, ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილონი არიან: ფიქრობენ, რომ მთელი მატჩი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, სტადიონზე არასაკმარისი უსაფრთხოების გამო. აი ასოციაცია კი, თავის მხრივ, მომავალ ტურნირებზე ღელავს - "უემბლი" შეიძლება ყველა დიდ საფეხბურთო მოვლენას ჩამოაშორონ.

შეხვედრის დაწყების წინ, იტალიელებთან ერთად უბილეთო ინგლისელმა გულშემატკივრებმა "უემბლიზე" შტურმი დაიწყეს. გაარღვიეს ჯებირები, შეიჭრნენ სტადიონზე და ჩხუბი დაიწყეს, მიუხედავად სამართალდამცველთა მცდელობისა შეეჩერებინათ პოგრომი. განსაკუთრებით აგრესიულმა ფანებმა სხვა გულშემატკივრებს ბილეთები წაართვეს. ერთ-ერთი არეულობის დროს, ჰარი მაგუაირის მამამ ნეკნის დაზიანება მიიღო, მატჩის შემდეგ კი ფორმულა 1-ის პილოტი, ლანდო ნორისი გაძარცვეს.

ნაკრები ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს და ფეხბურთელები უკვე ამზადებენ კოლექტიურ წერილს საჩივართან ერთად. ამან შეიძლება ძალიან სერიოზულად იმოქმედოს ინგლისსა და დიდი ბრიტანეთის დანარჩენ ნაწილზე 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით.