ავტორიზაცია

მანჩინი: "რას შევადარებდი ევრო 2020-ის მოგებას?"

მანჩინი: "რას შევადარებდი ევრო 2020-ის მოგებას?"
თარიღი 20 ივლ 2021, 10:34

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატის მოგების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რას შევადარებდი ევროპის ჩემპიონატის მოგებას? 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფს. პარალელი ნამდვილად არსებობს.

ასეთი ტიტულების მოგებას სჭირდება დიდებული შემადგენლობა და დიდებული საქციელი - ორივე შემთხვევაში ასეთი რამ იყო.

ევრო 2020-ის მომგები იტალიის ნაკრები ისტორიას დარჩება, ისევე როგორც მუნდიალის მომგები გუნდი დარჩა", - განაცხადა "აძურის" ტაქტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯებმა" კონტინენტის პირველობა მოიგეს მეორედ, 1968 წლის შემდეგ, პირველად თავის ისტორიაში.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, აპენინელების ანგარიშზეა არც მეტი არც ნაკლები ოთხი მოგება, 1934, 1938, 1982 და 2006 წლებში.