ავტორიზაცია

იკარდიმ სასურველი გუნდი შეარჩია და ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა

იკარდიმ სასურველი გუნდი შეარჩია და ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა
თარიღი 20 ივლ 2021, 15:36

"პარი სენ-ჟერმენის" სკანდალური თავდამსხმელის, მაურო იკარდის სხვა გუნდში გადასვლა საკმაოდ რეალურ ვარიანტად მოიაზრება.

Corriere dello Sport-ის თანახმად, არგენტინელმა ფორვარდმა ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა და ის ხელფასის შემცირებაზეც კი არის თანახმა.

"პსჟ"-ს შემტევის კატეგორიულობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ფეხბურთელს თავისი ამჟამინდელი გუნდის წინახაზში ნეიმარ ჟუნიორისა და კილიან მბაპეს შემდეგ, მეორეხარისხოვანი როლი უჭირავს.

საბოლოო სიტყვა არის "ბებერ ქალბატონზე", რომელმაც პარიზელთა ცხრიანის გარიგებაში შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ ჩართოს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ბომბარდირის მისამართით "ლურჯ-წითლების" საკმაოდ აქტიური ინტერესი მართლაც არსებობს.