ავტორიზაცია

BREAKING: ოლიმპიადა შესაძლოა ბოლო მომენტში ისევ გადაიდოს

BREAKING: ოლიმპიადა შესაძლოა ბოლო მომენტში ისევ გადაიდოს
თარიღი 20 Jul 2021, 17:12

ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების მეთაურმა, ტოშირო მუტომ არ გამორიცხა, რომ ოლიმპიადა შესაძლოა ბოლო მომენტში ისევ გადაიდოს.

ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა იმის გამო იქნეს მიღებული, რომ არაერთ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა, მთავარმა პარტნიორებმა კი პარასკევის გახსნის ცერემონიაზე დასწრებაზე უარი თქვა.

ამის გამო, არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადა „ტოკიო 2020“ წელსაც ვერ გაიმართოს და ისევ გადაიდოს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო, მისი ერთი წლით გადადება გახდა საჭირო, ისევე როგორც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის.

ევრო 2020 წელს უპრობლემოდ გაიმართა, თანაც ევროპის 11 ქალაქში, ტოკიოს კი, როგორც ჩანს, პრობლემები ექმნება.

ოფიციალურად ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა დაიწყოს, ჯერჯერობით, მისი გადადების შესახებ ინფორმაცია საბოლოოდ არ დამტკიცებულა.