ავტორიზაცია

გმირული საქციელი - ლუკ შოუმ ევრო 2020-ს ბოლო სამი მატჩი გატეხილი ნეკნით ჩაატარა

გმირული საქციელი - ლუკ შოუმ ევრო 2020-ს ბოლო სამი მატჩი გატეხილი ნეკნით ჩაატარა
თარიღი 20 ივლ 2021, 19:26

ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა, ლუკ შოუმ, ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩები გატეხილი ნეკნით ჩაატარა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, 26 წლის მარცხენა მცველმა დაზიანება გერმანიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში მიიღო. თუმცა, მიღებულმა ტრავმამ მას ტურნირზე მონაწილეობის მიღებაში ხელი ვერ შეუშალა.

შოუმ უკრაინასთანაც ითამაშა (სადაც ორი ასისტი მიითვალა), დანიასთანაც ძირითად შემადგენლობაში იყო და შემდეგ, ფინალშიც, სადაც თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ელის, როდის დაბრუნდება შოუ შვებულებიდან, რათა მისი დაზიანების დონე შეაფასონ.

ჯამურად, შოუმ ევრო 2020-ზე ექვსი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.