ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლივერპულმა ორი ფეხბურთელის წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა

ოფიციალურად: ლივერპულმა ორი ფეხბურთელის წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა
თარიღი 20 Jul 2021, 19:30

ფეხბურთელებმა მარკო გრუიჩმა და ტაივო ავონიიმ „ლივერპული“ დატოვეს.

აღნიშნულ ინფორმაციას მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

გრუიჩი, რომელმაც 2020/21-სეზონი იჯარით „პორტუში“ გაატარა, ამ გუნდთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება, ავონიის, ის გასულ სეზონში ბერლინის „უნიონმა“ ინათხოვრა, რომელმაც მერსისაიდული გუნდისგან მისი გამოსყიდვაც გადაწყვიტა.

„ლივერპული კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მარკოს და ტაივოს მადლობას უხდის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.“ - ნათქვამია „წითლების“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ორ მანჩესტერულ კლუბს ჩამორჩა.