ავტორიზაცია

რაკიტიჩი: "2019 წლის ზაფხულს, რონალდუ იუვენტუსში მეპატიჟებოდა" - რატომ არ შედგა ეს ტრანსფერი?

რაკიტიჩი: "2019 წლის ზაფხულს, რონალდუ იუვენტუსში მეპატიჟებოდა" - რატომ არ შედგა ეს ტრანსფერი?
თარიღი 20 ივლ 2021, 20:27

„სევილიას“ ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, 2019 წელს „იუვენტუსში“ არ შემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

„2019 წლის ზაფხულს, კრიშტიანუ რონალდუმ დამირეკა და „იუვენტუსში“ გადასვლა შემომთავაზა. მან მითხრა, რომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას გუნდში ჩემი ხილვა სურს.

თუმცა, ტრანსფერი არ შედგა. „ბარსელონამ“ 50 მილიონი ევრო მოითხოვა და ეს ზედმეტად ბევრი იყო.“ - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Football italia.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი „ბარსელონაში“ 2014-2020 წლებში თამაშობდა და ლურჯ-ბროწეულისფერთა შემადგენლობში ლა ლიგა და თასი 4-4-ჯერ მოიგო, ორჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

2020 წლის ზაფხულს, რაკიტიჩი „ბარსელონადან“ „სევილიაში“ 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა.