ავტორიზაცია

ბრაიტონს არსენალში წასული ფეხბურთელის შეცვლა ლივერპულის მცველით სურს

ბრაიტონს არსენალში წასული ფეხბურთელის შეცვლა ლივერპულის მცველით სურს
თარიღი 20 ივლ 2021, 22:29

„ლივერპულის“ მცველმა ნათანიელ ფილიპსმა შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.

ფეხბურთელის გადაბირებით „ბრაიტონი“ ინტერესდება. სამხრეთელებს მისით ბენ უაითის შეცვლა სურთ, რომელიც სულ მალე „არსენალის“ ფეხბურთელი გახდება.

ფილიპსის ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონ ფუნტად ფასდება. გასულ სეზონში, სხვა ძირითადი შემადგენლობის მცველების ტრავმების გამო, ფილიპსმა საკმაოდ ბევრი მატჩის ჩატარება მოახერხა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.