ავტორიზაცია

"როცა სრულყოფილ ფეხბურთელზე ლაპარაკობ, სხვა გზა არ გრჩება", - დალოტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"როცა სრულყოფილ ფეხბურთელზე ლაპარაკობ, სხვა გზა არ გრჩება", - დალოტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 20 ივლ 2021, 22:56

„მან.იუნაიტედის“ მცველმა, დიოგუ დალოტმა, „იუვენტუსის“ შემტევი კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

„ჩემთვის კრიშტიანუ - ყველა დროის საუკეთესოა. ის ნამდვილი მისაბაძი მაგალითია და ყოველთვის ჩემი კერპი იყო.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პორტუგალიელია ან კონკრეტული სათამაშო სტილი აქვს, უბრალოდ მის თავდაუზოგავ შრომას აღვნიშნავ. როცა სრულყოფილ ათლეტზე ლაპარაკობ და უნაკლო ფეხბურთელზე, სხვა გზა არ გრჩება, კრიშტიანუ უნდა აირჩიო.

ჩემთვის ის იყო შთაგონების წყარო, რომლის გამოც ფეხბურთის თამაში დავიწყე. მინდა ჩემს გზას გავყვე, მაგრამ გაიცნო ის და ნახო, როგორ მუშაობს - წარმოუდგენელია. - აღნიშნა პორტუგალიელმა OneFootball-თან ინტერვიუში.

გასული სეზონი დიოგუ დალოტმა იჯარით „მილანში" გაატარა, სადაც შეიძლება წელსაც დაბრუნდეს, „როსონერი" ამაზე აქტიურად მუშაობს.