ავტორიზაცია

მანჩესტერი კულიბალიში 30 მილიონს იხდიდა, ნაპოლიმ უარი თქვა

მანჩესტერი კულიბალიში 30 მილიონს იხდიდა, ნაპოლიმ უარი თქვა
თარიღი 20 ივლ 2021, 23:00

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნაპოლის“ მცველის კალიდუ კულიბალის მიმართ იჩენს ინტერესს.

მანკუნიანელებმა თავისი აგენტის ფალი რამადანის მეშვეობით იტალიურ კლუბს ტრანსფერში 30 მილიონი ევრო შესთავაზეს. 

თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ეს შემოთავაზება უარით გაისტუმრა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კულიბალი განაწყენებული დარჩა იმით, რომ „ნაპოლიმ“ მისი გაშვება იუარა, რადგან გუნდის შეცვლა უკვე რამდენიმე წელია სურს.