ავტორიზაცია

ოფიციალურად: ევერტონმა დღის მეორე უფასო ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ევერტონმა დღის მეორე უფასო ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 20 ივლ 2021, 23:03

„ევერტონმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 34 წლის ასმირ ბეგოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა.

ბეგოვიჩმა მერსისაიდულ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.

აქამდე, „ჩელსის“ და „მილანის“ ექს-გოლკიპერი „ბორნმუთს“ ეკუთვნოდა, „ევერტონს“ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბეგოვიჩის გარდა, „ევერტონმა“ დღეს კიდევ ერთი უფასო ტრანსფერი დაადასტურა - გუნდმა „კრისტალ პალასის“ ექს-ფეხბურთელი, 30 წლის ენდროს ტაუნსენდი 2-წლიანი კონტრაქტით დაიმატა.