ავტორიზაცია

ოფიციალურად: Goal.Ge-ს ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - დინამო მოსკოვმა გაგნიძე იჯარით გაუშვა

ოფიციალურად: Goal.Ge-ს ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - დინამო მოსკოვმა გაგნიძე იჯარით გაუშვა
თარიღი 21 ივლ 2021, 12:48

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოსკოვის "დინამოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ გუნდი განათხოვრების წესით დატოვა.

ქართველი ჰავბეკი ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს ეკატერინბურგის "ურალში", რომლის დასრულების შემდეგ, ის კვლავ "ლურჯ-თეთრებში" დაბრუნდება.

"ურალი" ამჟამად გამოდის რუსეთის პრემიერ ლიგაში და გასული სეზონი აღნიშნულმა გუნდმა მე-12 პოზიციაზე დაასრულა.

რაც შეეხება ეკატერინბურგელთა ახალწვეულ შუახაზელს, როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ, "დინამო მოსკოვმა" 1.5 მილიონ ევროდ ის "დინამო თბილისიდან" იყიდა.

18-წლის ნახევარმცველს რუსულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მისი "ურალში" გადასვლის შესახებ, ექსკლუზიური ინფორმაცით დროზე ადრეც გამცნეთ.