ავტორიზაცია

"რონალდუ უკვე დავკარგეთ", - სიმეონემ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა

"რონალდუ უკვე დავკარგეთ", - სიმეონემ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა
თარიღი 21 ივლ 2021, 16:36

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა, რომელსაც „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ გაუფორმებია.

როგორც ჩანს, მესი „ბარსელონაში“ დარჩება...

ლა ლიგა საუკეთესოებს არ უნდა კარგავდეს, ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც ტურნირს შეუძლია გააკეთოს. ჩვენ უკვე დავკარგეთ კრიშტიანუ რონალდუ და იმედი მაქვს, მესის თამაშით ესპანეთში კიდევ დავტკბებით.

ამისთვის, „ბარსელონას“ სერიოზული გარჯა მოუწევს, რათა გაუმკლავდეს შექმნილ ვითარებას და მოახდინოს იმ ყველაფრის კომპენსირება, რაც საჭიროა, რომ მესი გუნდში გყავდეს.“ - აღნიშნა სიმეონემ.

გასულ სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის 35 მატჩში 30 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ბარსელონასთან“ მესის კონტრაქტი ოფიციალურად 1 ივლისს ამოეწურა და ჯერჯერობით, „ბარსა“ კი ახალ ხელშეკრულებას ვერ არეგისტრირებს.