ავტორიზაცია

ჩელსის ლევანდოვსკი აინტერესებს, თუმცა მის შეძენას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეცდება

ჩელსის ლევანდოვსკი აინტერესებს, თუმცა მის შეძენას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეცდება
თარიღი 21 ივლ 2021, 17:00

ლონდონის „ჩელსი“ „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მიმართ იჩენს ინტერესს.

ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი ლონდონური კლუბის წარმომადგენელს უკვე ესაუბრა. „ჩლსის“ 32 წლის პოლონელის გადაბირებაზე მუშაობას იმ შემთხვევაში გაააქტიურებს, თუ „ბორუსია დორტმუნდის“ ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი ჩაუვარდება.

ხელფასი, რომელსაც „ჩელსი“ ფეხბურთელს სთავაზობს, ლევანდოვსკის უახლოეს წრეს ძალიან იზიდავს, წერს გერმანული გამოცემა Bild.

ამ ეტაპზე, „ბაიერნის“ ყველა ტოპ-ფეხბურთელს და მათ შორის - ლევანდოვსკისაც, გარანტირების მიღება სურს იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბი უახლოეს სეზონებშიც მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლას.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 29 მატჩში 41 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.