ავტორიზაცია

ასტონ ვილა ლევერკუზენის ერთ-ერთ ლიდერში 30 მილიონს ამზადებს

ასტონ ვილა ლევერკუზენის ერთ-ერთ ლიდერში 30 მილიონს ამზადებს
თარიღი 21 ივლ 2021, 17:05

„ასტონ ვილა“ „ბაიერ ლევერკუზენის“ ვინგერის, ლეონ ბეილის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქას ამზადებს.

ბირმინგემული გუნდი მზადაა, „ფარმაცევტების" ერთ-ერთი ლიდერი საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ პრემიერ ლიგაში გადმოიყვანოს.

დინ სმიტს შეტევის გაძლიერება სწორედ 23 წლის იამაიკელი ფეხბურთელით სურს, რომელსაც „ლევერკუზენთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

ბეილიმ ბუნდესლიგის 30 მატჩში გასულ სეზონში 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.